ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად იზეიმეს
27-05-2022
მალხაზ აბაშიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი ტრადიციულად აღნიშნეს, რომელსაც ფონად შემდეგი სიტყვები - „ჩვენი მზე უფრო დიდია, ნიავი უფრო გრილია, ჩვენი ცა მაინც სხვა არის..“ გასდევდა.

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში წარადგინეს ქართული ნაციონალური ცეკვები, წაიკითხეს ქართველ პოეტთა ლექსები სამშობლოსა და საქართველოს სიდიადეზე. 

„არის მრავალი მხარე ლამაზი, მაგრამ არ არის სხვა საქართველო“ - სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ კიდევ ერთხელ „გააცოცხლა“ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორია 1918 წლიდან დღემდე.

ღონისძიების დასასრულს კი ქართული დროშის ქვეშ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203