„ანბანთან გამოთხოვება“ - ბათუმის N20 საჯარო სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
27-05-2022
ბათუმის N20 საჯარო სკოლის I კლასის მოსწავლეებმა არაჩვეულებრივი და შთამბეჭდავი ღონისძიება - „ანბანთან გამოთხოვება“ სასკოლო საზოგადოების წინაშე წარადგინეს.

მრავალფეროვანი ღონისძიება კი ნიჭიერი მოსწავლეების დამრიგებლის, ციალა მგელაძის დიდი დამსახურება გახლავთ.

ღონისძიების ფარგლებში პირველკლასელებმა წარმოთქვეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და საკუთარი ნიჭი გამოამჟღავნეს.

„მადლობა I კლასის დამრიგებელს, ქალბატონ ციალა მგელაძეს შემოქმედებითი უნარების განვითარებისათვის ბავშვებში, მისი შრომა ფასდაუდებელია. წარმატებები ქალბატონ ციალას და მის მოსწავლეებს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203