„ჩვენ ვიცავთ გარემოს!“- თბილისის N103 სკოლის მოსწავლეებმა ხელნაკეთი „წითელი წიგნები“ და პლაკატები შექმნეს
27-05-2022
თბილისის N103 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა. პედაგოგები მოსწავლეებს აღნიშნული კუთხით საინტერესო და მნიშვნელოვან აქტივობებს ხშირად სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები ხალისით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის V, V და V კლასის მოსწავლეებმა (მაკა კაპანაძის ხელმძღვანელობით) ხელნაკეთი „წითელი წიგნები“ და პლაკატები - „ჩვენ ვიცავთ გარემოს“ შექმნეს.

პრეზენტაციის შემდეგ კი სკოლის დერეფანში გამოფენა მოეწყო.

„პატარა ხელებით შესრულებული ნამუშევრები მოიწონეს დირექციის წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა, უსურვეს მათ კეთილი სურვილები სწავლაში, წარმატებები და მოუწოდეს გაუფრთხილდნენ საკუთარ სასიცოცხლო გარემოს-ბუნებას, მუდამ გამოეჩინოთ პასუხისმგებლობისა და სამყაროს სიყვარულის გრძნობა“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203