დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში ტრადიციად ქცეული გამოფენა განახლდა
27-05-2022
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან და საინტერესო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.

ამჯერად, 12 მაისს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეს მოსწავლეებმა გაიხსენეს თუ რატომ იწოდება საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილ ქვეყნად.   

განაახლეს გამოფენა სახელწოდებით - „რას ვთხოვდი ღმრთის მშობელ მარიამს“. აღსანიშნავია, რომ ეს გამოფენა უკვე 3 წელია სკოლაში არსებობს,

„დღიდან რაც საქართველოში დაწესდა ამ დღის აღნიშვნა, ბავშვებმა იციან რა უნდა სთხოვონ ღმრთისმშობელ მარიამს: ზოგი ხატავს, ზოგი წერილებს წერს, საინტერესო და ლამაზია მათი ცხოვრება“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203