„ეს თაობა აუცილებლად შექმნის ნათელ მომავალს და იცხოვრებს ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ საქართველოში!“-ლეღვანის საჯარო სკოლაში 26 მაისი იზეიმეს
27-05-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, 26 მაისი აღნიშნეს.

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში წარმოთქვეს ლექსები.

„გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გვჯერა, ეს თაობა აუცილებლად შექმნის ნათელ მომავალს და იცხოვრებს ერთიან, ძლიერ და დამოუკიდებელ საქართველოში!“, -აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203