„სიკეთე“ - წყალტუბოს N1 სკოლის II კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილი
27-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა წარმატებით ინერგება.

მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

25 მაისს, II კლასში ქართულ ენაში კომპლექსური გაკვეთილი თემაზე - „სიკეთე“ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის - „სამაგიერო სიკეთის“ მიხედვით ჩატარდა.

„პედაგოგმა ლ. ციბაძემ გაკვეთილი წარმართა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობებით, რაშიც მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩაბმულნი. წარმატებები მათ“, - წერია დირექტორის, ფაქიზო-ფატი ფანჩულიძის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203