კიცხის საჯარო სკოლაში 26 მაისს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნა
27-05-2022
ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ და ამავდროულად, მრავალფეროვან აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე იზეიმეს. ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოთქვეს ლექსები და დამსწრე საზოგადოებას 26 მაისის მნიშვნელობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სასკოლო საზოგადოება მთელს ქვეყანას ულოცავს ამ მნიშვნელოვან ეროვნულ დღესასწაულს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203