წყალტუბოს N1 სკოლის მოსწავლეებს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექცია-სემინარი ჩაუტარდათ
27-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ლექცია-სემინარები ხშირად უტარდებათ.
ამჯერად, სკოლაში საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექცია - სემინარი, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს, იმერეთის მღვიმეების ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ლაშა ერბელიძემ ჩაატარა.
აქტივობას, სკოლის დირექტორი ფაქიზო-ფატო ფანჩულიძე ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებისთვის ლექცია-სემინარი მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
სკოლამდელი განათლების სტუდენტები პრაქტიკებს საბავშვო ბაღებში გაივლიან
ბაგა-ბაღების აღმზრდელ პედაგოგებს გადასამზადებლად სპეციალური ტრენინგ-მოდულები ჩაუტარდებათ - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტო