კალის საჯარო სკოლის მოსწავლე მერი მარგველანმა პოეტური ლექსიკის კატალოგი შექმნა
27-05-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის კალის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლემ, მერი მარგველანმა აქტივობა - „პოეტური ლექსიკა“ განახორციელა.

მერი მარგველანმა აქტივობის ფარგლებში შექმნა პოეტური ლექსიკის კატალოგი, სადაც დაიტანა: არქაიზმები, ბარბარიზმები, ნეოლოგიზმები, სინონიმები და ანტონიმები თითოეული მათგანის შესაბამისი შინაარსობრივი თუ ვიზუალური მახასიათებლებით. 

„მოსწავლემ გაიაზრა, რომ „პოეტური ლექსიკა“ გამოხატავს მხატვრული ენის ლექსიკური მარაგის მრავალფეროვნებას, მისი დანიშნულებაა ნათქვამს მხატვრულობა შესძინოს, ემოციური შეფერილობით დატვირთოს. ჩვენთვის როგორც ცნობილია სიტყვაზე მუშაობა მწერლის შემოქმედებითი  ძიების  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა. სწორედ ეს მრავალფეროვანი პროცესი შეადგენს მხატვრული, ანუ პოეტური სტილისტიკის საგანს. მოსწავლეს განუვითარდა შემოქმედებითი უნარები, სხვადასხვა ტიპის ლექსიკური და სემანტიკური მახასიათებლები.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ამავე სკოლის ქართულის მასწავლებელს, კესო ქობალიას, რომელმაც კონსულტაცია გაუწია და უხელმძღვანელა მოსწავლეს ასეთი საინტერესო კატალოგის შექმნაში“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203