მუხურის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა
27-05-2022
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში 26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აქტივობა გაიმართა.

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში, მოსწავლეებმა საქართველოს დროშები და თემატური ნამუშევრები შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ეროვნული დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203