ტყიბულის N4 სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სპორტულ ღონისძიებაში წარმატებით იასპარეზეს
27-05-2022
ტყიბულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საქალაქო ღონისძიებაში  მონაწილეობდნენ.

სპორტულ ღონისძიებაში - „ბაგირის გადაძალვა“ წარმატებული ასპარეზობის შედეგად სკოლის მოსწავლეებმა დაიკავეს II საპრიზო ადგილი, დასაჩუქრდნენ სიგელით და ფასიანი საჩუქრით.

სკოლა ულოცავს ბავშვებს და სპორტის მასწავლებელს მირზა მარუაშვილს  ამ გამარჯვებას, უსურვებს  წარმატებებს მომავალში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე  ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203