„ჩემი ფართი“ - ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მათემატიკის კომპლექსური დავალების საინტერესო პრეზენტაცია გამართეს
27-05-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.
ამჯერად, მე-6 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში (მასწავლებელი მაია გულორდავა, კლასის ხელმძღვანელი როზა ანთია) თემაზე - „ჩემი ფართი“ კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გამართეს.
სამიზნე ცნება - რიცხვები და მასზე მოქმედებები იყო, ხოლო საკვანძო შეკითხვა: რამდენად ეკონომიურია ჩვენი ხარჯებით ფართის მოწყობა?
მოსწავლეებმა კვლევის შედეგად დაადგინეს სწრაფი კვების ობიექტებში არსებული ფასები; თვითონაც შეიძინეს შესაბამისი პროდუქტები; წარმოადგინეს ხარჯთაღრიცხვა; მოახდინეს შედარება და გააკეთეს დასკვნა, თუ რამდენად ეკონომიურია მათ მიერ დამზადებული საკვებით ფართის მოწყობა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს