ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
27-05-2022
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.
ამჯერად სკოლაში 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
„დამოუკიდებლობა ის ქვაკუთხედია, რომელზეც ქვეყნის სახელმწიფოებრიობა შენდება“. ჭალის საჯარო სკოლაში ჩატარდა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება. მოსწავლეებმა სპეციალურად ამ დღისთვის მოამზადეს პლაკატები და მოაწყვეს სხვადასხვა სახის აქტივობა. ჩვენი სკოლა გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს