„და გულის ძგერა თქვენი, ზარის დარეკვას ერთვის“- ბუკისციხის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულებს დაემშვიდობა
27-05-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ბუკისციხის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „„ბოლო ზარი“ დაირეკა. იყო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლის სიხარული და მშობლიური სკოლასთან, უსაყვარლეს პედაგოგებთან გამოთხოვების სევდა.

„2022 წლის 20 მაისი... დღე მღელვარებით, სიხარულითა და სიყვარულით სავსე; ბავშვობასთან გამოთხოვების სევდა და ინტერესი, თუ გაურკვეველი დამოკიდებულება მომავალ დღეთა მიმართ. ამ დღეს ტრადიციულად, მეთორმეტეკლასელთა საზეიმო გაცილება აღინიშნება - პედაგოგები, მშობლები, თემის წარმომადგენლები ცხოვრების დიდ გზაზე აცილებენ კურსდამთავრებულებს. 2021-2022 სასწავლო წელს ბუკისციხის საჯარო სკოლა მე-12 კლასელებმა დაამთავრეს. დარწმუნებულნი ვართ, თითოეული მათგანი ოჯახისა და სკოლის ღირსეული დესპანი იქნება საზოგადოებაში.

ღონისძიებამ, „და გულის ძგერა თქვენი, ზარის დარეკვას ერთვის“, მოწვეულ სტუმრებსა და დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203