ოროჯალარის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ღია გაკვეთილი იმერეთსა და მის ტრადიციულ სამზარეულოს მიეძღვნა
27-05-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-5 კლასში საინტერესო ღია გაკვეთილი ჩატარდა, რომელიც იმერეთსა და მის ტრადიციულ სამზარეულოს შეეხებოდა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ინიციატორი ისტორიის პედაგოგი კარინე ჩოგანდარიანი გახლდათ.