მუხაესტატეს საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებმა მიუსაფარ ცხოველებზე ესე შექმნეს
27-05-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და ამავდროულად, მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, IX კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ესე მიუსაფარ ცხოველთა საკითხის შესახებ შესწავლილ ტექსტსა და მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით.

ესეში მეცხრეკლასელებმა წარმოაჩინეს ამ პრობლემის მიზეზები და გადაჭრის მათეული გზების ხედვა.

მოსაზრებები დაასაბუთეს არგუმენტებით და მაგალითებით; შეადგინეს სოფელში ამ მხრივ არსებული პრობლემის გადაჭრის პროექტი.

მოსწავლეების ხელმძღვანელი მასწავლებელი კი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ვარდო დავითაძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203