წყალტუბოს N1 სკოლ​აში ჯანსაღი ცხოვრების წესს კლასის საათი მიეძღვნა
26-05-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ.

ამჟამად, სკოლაში პროექტი - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მე-5 კლასში კლასის საათი ჩატარდა.

მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, გააკეთეს პოსტერები, საკლასო ოთახში ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ და სიმბოლურად შემოსეს ხე ფოთლებით ნიშნად იმისა, რომ ჯანსაღი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია სუფთა გარემო, რომელსაც ბუნება გვაძლევს.

მე-5 კლასის დამრიგებელი სალომე ქობალია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203