„ბოლო ზარი“ და სევდანარევი სიხარული ბოსლების საჯარო სკოლაში 
27-05-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის, ბოსლების საჯარო სკოლამ კურსდამთავრებულები ცხოვრების ახალ ეტაპზე გააცილა. მოსწავლეები მშობლიურ სკოლასა და უსაყვარლეს მასწავლებლებს დაემშვიდობნენ. იყო ემოციების ზღვა, თეთრ პერანგებზე დაწერილი კეთილი სურვილები... სიხარულს, განშორების სევდა ცვლიდა...

ბოლო ზარის ტრადიცია საქართველოში დიდი ხანია არსებობს. სასწავლო წლის დასრულების შემდეგ ღონისძიება სკოლებში იმართება და მისი მთავარი გმირები გამოსაშვები კლასის მოსწავლეები არიან. მასწავლებლები კი ბავშვებს სკოლის დამთავრებასა და ახალი ცხოვრების დაწყებას ულოცავენ.

ესაა დღე, როდესაც 12 წლის განმავლობაში დაგროვილი მოგონებები ერთად იყრის თავს, არის აჭრელებული თეთრი პერანგები, კეთილი სურვილები და ცოტა ცრემლიც... ბავშვები სკოლის კედლებს ემშვიდობებიან; ენანებათ უზრუნველ წლებთან გამომშვიდობება და ამასთანავე, უხარიათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება - წინ შეუცნობელი სამყარო ელით, მეტი პასუხისმგებლობით, ცხოვრებისეული ბარიერებითა და უამრავი წარმატებით.

ამ დღეს შეიძლება ეწოდოს გარკვეული ზღვარი, რომლის მიღმა დგას ბავშვობა, სკოლის წლები და ყველაფერი, რაც მათთან არის დაკავშირებული; წინ კი სრულიად განსხვავებული, ზრდასრული და დამოუკიდებელი ცხოვრებაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203