
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა გააცილეს. საზეიმო ღონისძიებას ახლდა სევდანარვი სიხარული. სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და თანასკოლელებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს.
მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, დირექტორსა და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
იხილეთ ფოტოები: