
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.
2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, სკოლაში გატარებული ლამაზი დღეები გაიხსენეს და პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
„გილოცავთ სკოლის დამთავრებას, წარმატებულ და ნათელ მომავალს გისურვებთ“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.