„მუდამ იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის“- მარტყოფის N2 სკოლის დირექტორის, ელისაბედ ჩქარეულის ემოციური მილოცვა მეთორმეტეკლასელებს
27-05-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლის მე-12 კლასელთათვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

მეთორმეტეკლასელები სკოლას საზეიმო ვითარებაში, თუმცა სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობნენ.

სკოლის დირექტორმა, ელისაბედ ჩქარეულმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დასრულება ემოციურად მიულოცა.

„ბოლო ზარი ჩვენს სკოლაშიც დაირეკა და ჩვენმა სკოლამ კიდევ ერთი, საიმედო კლასი გაუშვა ცხოვრების ასპარეზზე.

გილოცავთ, ჩვენო კურსდამთავრებულებო, სკოლის დამთავრებას!

გულწრფელად და გულის სიღრმიდან მინდა მივულოცო ყველა მეთორმეტეკლასელს ეს დღე. მინდა გისურვოთ აირჩიოთ ის გზა, რომელიც დაგაინტერესებთ, რომელიც სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის! დაე, პატარა წარუმატებლობები გახდეს თქვენი დიდი გამარჯვების საფუძველი, დიდი გამარჯვება დაგეხმარებათ გახსნათ საუკეთესო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კარი. მუდმივად იყავით მზად ახალი გამოწვევებისთვის და გახსოვდეთ, რომ თქვენი ცოდნა და უნარები განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ღირსეულ მომავალს! წარმატებებს გისურვებთ ამ გზაზე!“- აღნიშნულია დირექტორის, ელისაბედ ჩქარეულის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203