თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები გასვლითი გაკვეთილით ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ
26-05-2022

თბილისის N103 საჯარო სკოლის მასწავლებლები, მუდმივად ცდილობენ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო, მიმზიდველი და მრავალფეროვანი იყოს, ამ მიზნით ხშირად იმართება თემატური, გასვლითი გაკვეთილები. 

თბილისის N103 საჯარო სკოლის მესამეკლასელები დამრიგებლის, ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, გასვლითი გაკვეთილის ფარგლებში, თბილისის ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ. გასვლითი გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებში მცენარეებისადმი დადებითი და მზრუნველობითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციების, ასევე საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთების, ტროპიკული ორანჟერიისა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეების დათვალიერება.

„პატარები მოიხიბლნენ იაპონური ბაღით და განსაკუთრებით მოეწონათ ჩანჩქერი. ბოტანიკური ბაღი შთამბეჭდავი იყო თავისი მრავალფეროვნებით. შემდეგ აბანოთუბანში მოსწავლეებმა გააცოცხლეს ლეგენდა თბილისზე და გაისეირნეს ლეღვთახევში. ეს იყო კიდევ ერთი საინტერესო და სასიამოვნო დღე პატარების სასკოლო ცხოვრებაში“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203