მარტყოფის N2 სკოლის პირველკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება
26-05-2022
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელთა დამამთავრებელი ღონისძიება გაიმართა.

სკოლის Iგ და Iბ კლასების ნიჭიერმა პატარებმა ანბანისა და სწავლის დასრულებას განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ღონისძიებები მიუძღვნეს.

აღსანიშნავია, რომ Iგ კლასის დამრიგებელი მარიამ გიუნაშვილი და მუსიკის პედაგოგი ნონა დათუნაშვილი გახლავთ.

ხოლო, Iბ კლასის ხელმძღვანელი ნათია გუგუნაშვილი და მუსიკის პედაგოგი ნონა დათუნაშილი.

სკოლა ნიჭიერ მოსწავლეებს ულოცავს სკოლაში პირველი ჯადოსნური და სიხარულით აღსავსე წლის დასრულებას და კიდევ მეტ წინსვლას უსურვებს.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:








 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203