შაუმიანის N3 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულით გააცილეს
26-05-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. 2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო გააცილეს.

სკოლის დირექციამ, პედაგოგებმა და თანასკოლელებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს, გზა დაულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. 

სკოლიდან მოსწავლეთა გაცილება ემოციური იყო პედაგოგ მადონა ესაკიასთვის, ის მეთოტმეტეკლასელებს ბრწყინვალე მომავალსა და სურვილების ხორცშესხმას უსურვებს

„ჩემო საყვარელო ბავშვებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს! ძალიან მომენატრებით“, - წერს მადონა ესაკია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203