შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა
26-05-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

საქართველოს მთავარ ეროვნულ დღესასწაულს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს 26 მაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე.

უმცროსკლასელები კი სახალისო აქტივობებში ჩაერთნენ და საქართველოს ეროვნული სიმბოლიკითა სლოგანით - „მე მიყვარს საქართველო!“ ბანერები შექმნეს და ასფალტი მოხატეს. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203