
თბილისის N132 საჯარო სკოლაში საბაზო საფეხურის მოსწავლეებს შორის ინტელექტუალური თამაში „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა.
თამაში საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეები მასში ინტერესით ჩაერთნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
გაიმარჯვა მე-6ბ კლასის გუნდმა - „სამყაროს გარშემო“.
სკოლაში მეექვსეკლასელთა გუნდს გამარჯვებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მოსწავლეებს ამ წარმატებას და ვუსურვებ კონკურსის შემდეგ ეტაპზე წარმატებულ მონაწილეობას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ თბილისის N132 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამიტომ მათ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ აქტივობებს ხშირად სთავაზობენ.
იხილეთ ფოტოები: