სეფიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობის მუნიციპალურ პირველობაში თასი მოიგეს
27-05-2022

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მძლეოსნობის მუნიციპალურ პირველობაში წარმატებით იასპარეზეს.

აბაშის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალური პირველობა მძლეოსნობაში 31 მარტს ჩატარდა. შეჯიბრში სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ სეფიეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები: ვანო მაკალათია, ავთანდილ ნოდია, თაზო რურუა, ცოტნე რურუა, თორნიკე რურუა. მათი მასწავლებელი ნუკრი ოჩიგავა გახლავთ.

მოსწავლეებმა მიაღწიეს ღირსეულ გამარჯვებას და მოიპოვეს თასი, მედლები და სიგელები.

სკოლის დირექციამ საზეიმო ვითარებაში მადლობა გადაუხადა გამარჯვებულ მოსწავლეებს და უსურვა შემდგომი წარმატებები.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203