თისელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბანერი შექმნეს
26-05-2022

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის, მარეხი სუდაძის ხელმძღვანელობით, ამ უმნიშვნელოვანესი თარიღისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩატარდა. პედაგოგი მოსწავლეებს ამ დღის მნიშვნელობისა და დამოუკიდებლობის არსის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეებმა გაკვეთილზე ბანერი - „26 მაისი დამოუკიდებლობის დღე“ შექმნეს. 

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203