
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, სწორედ ამიტომ, მათ საინტერესო გაკვეთილებს, მრავალფეროვან აქტივობებსა და სხვადასხვა სასწავლო რესურსს სთავაზობენ.
სკოლაში მორიგი საინტერესო გაკვეთილი საგანში - „ჩემი საქართველო“ ჩატარდა. მე-5 კლასის მოსწავლეთა გაკვეთილზე წარმოდგენილი იყო საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე აჭარა.
როგორც სკოლიდან მოწოდებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, მოსწავლეებმა ისაუბრეს აჭარელი ხალხის ყოფა-ცხოვრებაზე, წარსულზე აწყმოსა და მომავალზე, იმსჯელეს თუ როგორია მათი როლი ხელოვნების სფეროში, აღნიშნეს ცეკვა, სიმღერა, კულინარია, მათი სტუმართმოყვარეობა.
ასევე ისაუბრეს დღევანდელ აჭარაზე, რომ ქრისტიანული ეკლესიის გვერდით არის მუსლიმანური მეჩეთი კათოლიკური ეკლესია, რომლებიც ერთმანეთს ხელს არ უშლიან სულიერ წინსვლაში.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ნათელა გელაშვილი ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: