სერგიეთის საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებას ეკოკლუბელები აქტიურად აგრძელებენ
27-05-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის ეზოს გამწვანებას ეკოკლუბელები აქტიურად აგრძელებენ. 

ამჯერად, სკოლაში ეზოს გასალამაზებლად​ ნერგები ეკოკლუბის წევრებმა - თინათინ და მარიამ ქიქავებმა მიიტანეს. მოსწავლეები კი აქტიურად ჩაერთნენ მისი დარგვის პროცესში.

ეკოკლუბელები თანასკოლელებს აქტიურობისთვის მადლობას უხდიან და გარემოსდაცვით საქმეში მონაწილეობისკენ სხვებსაც მოუწოდებენ. 

„მადლობა თითოეულ მოსწავლეს ეკოკლუბის სახელით. ძალა ერთობაშია! ველოდებით შემდეგს! სიკეთე გადამდებია. ეკოკლუბელები კვლავ აგრძელებენ სკოლის ეზოს გალამაზებას. მადლობა მარიამ ინჯგიას და მის მშობელს, რომელმაც საჩუქრად გამოგვიგზავნა ყვავილის ნერგები“,- აღნიშნავენ ეკოკლუბელები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203