რცხმელურის საჯარო სკოლის ეკო-გუნდი გარემოსდაცვით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს
20-03-2018
რცხმელურის საჯარო სკოლის ეკო-გუნდმა „სოფლის მაშენებლები“ გამწვანების აქცია ჩაატარა. „აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავატარეთ. ცოტა დაგვიგვიანდა ნერგების დარგვა, მაგრამ ამინდმა ძალიან შეგვიწყო ხელი. ფიჭვისა და ნაძვის ნერგები მეტყევემ ჩამოგვიტანა და საშუალება მოგვეცა სკოლის ეზო გაგველამაზებინა“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
გამწვანების აქცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც სკოლა უკვე ორი წელია მონაწილეობს.
მოსწავლეებმა წლის განმავლობაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეკო-გუნდი რეგიონის მასშტაბით კონკურსის ფინალშია გადასული.
რცხმელურის საჯარო სკოლა „სოფლის მაშენებელებს“ წარმატებებს უსურვებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ლიკვიდირებულია