10 ივნისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ სენაკის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის „სენაკის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული „სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის“ X კლასის მოსწავლე ლუკა ხარებავამ მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა სენაკელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურისა და სენაკის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს:
რა შემთხვევაში იქნება სწავლა უფასო
კერძო უნივერსიტეტიდან სახელმწიფოში გადასული სტუდენტებისთვის სწავლა უფასო იქნება - განმარტებებს მინისტრის მოადგილე აკეთებს
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203