ახალთერჯოლის საჯარო სკოლიდან ორი მე-12 კლასელი დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს
26-05-2022
ახალთერჯოლის საჯარო სკოლაში „ბოლო ზარი“ განსაკუთრებით ემოციური იყო. სკოლის პედაგოგები 2 განსაკუთრებულ მოსწავლეს დაემშვიდობნენ და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებები უსურვეს.
როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, სკოლაში წელს მართალია მხოლოდ 2 მე-12 კლასის მოსწავლე ჰყავდათ, და მასშტაბური ღონისძიება არ ყოფილა, თუმცა სკოლიდან მათი გაცილება ემოციური და დასამახსოვრებელი იყო.
ნინო ძიძიშვილსა და კონსტანტინე ჩიტიძეს სკოლის დასრულება მასწავლებლებმა, დირექტორმა და სხვა მოსწავლეებმა მიულოცეს და საუკეთესო სურვილები თეთრ პერანგებზეც დაუტოვეს. მოსწავლეებმა კი, თავის მხრივ, პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს