„თავისუფლებისთვის დაბადებულნი!“ - წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
26-05-2022

მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

საქართველოს ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ღონისძიება - „თავისუფლებისთვის დაბადებულნი!“ მიეძღვნა.

ღონისძიებას მასწავლებლები: მზია მაისურაძე და ირმა კაკრიაშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ღონისძიებისთვის შეირჩა სხვადასხვა აქტივობები, მოსწავლეებმა წარმოადგინეს შესაბამისი თეორიული მასალა თემების სახით, ნახატებში ასახეს მათი თვალით დანახული თავისუფალი საქართველო. ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმების ჩვენება.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203