„საფიცარო მშობელო, ჩემო მასწავლებელო“ - მარტვილის N1 სკოლის მესამეკლასელებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
27-05-2022

მარტვილის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ. 

სკოლაში ამჯერად, მასწავლებელთა დახმარებით, შთამბეჭდავი ღონისძიება მესამეკლასელებმა გამართეს. ღონისძიება კი სწორედ რომ საყვარელ პედაგოგებს მიუძღვნეს, მათდამი სიყვარული და სითბო გამოხატეს და შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

„საფიცარო მშობელო, ჩემო მასწავლებელო“ - ამ სიტყვებით მიმართეს მასწავლებლებს მესამეკლასელებმა, მათ მიერ წაკითხულ ყველა ლექსში თუ მუსიკალურ კომპოზიციაში იგრძნობოდა უდიდესი სითბო და სიყვარული, რისთვისაც პირველი საჯარო სკოლის თითოეული მასწავლებელი მადლობას უხდის მათ. ფატი მასწავლებელო, გმადლობთ თქვენ ამ დღის ასე გალამაზებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებთან ერთად მათ მასწავლებელსაც გულითად მადლობას უხდიან. 

იხილეთ ვიდეოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203