„ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს...“​ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება ჩატარდა
26-05-2022

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს...“ ჩატარდა. 

სკოლის მოსწავლეებმა მოკრძალებული ღონისძიებით აღნიშნეს 26 მაისი. ისაუბრეს ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე, შეასრულეს  ეროვნული ცეკვები და სიმღერები, ასევე წარმოადგინეს მინი სპექტაკლი სახელად -„ვემსახურებით საქართველოს“.

დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203