„ვისაც შენი დახმარება სჭირდება“​ - გორელოვკის N3 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა მე-10 კლასის მოსწავლეებს საინტერესო გაკვეთილი შესთავაზა
26-05-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და შესაბამისად, საინტერესო გაკვეთილებს, აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლია გოგოლაძემ მე-10 კლასის მოსწავლეებს შესთავაზა ძალიან საინტერესო გაკვეთილი თემაზე - „ვისაც შენი დახმარება სჭირდება“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პლაკატი და პრეზენტაცია, გაითამაშეს როლური თამაში ჟესტების ენის გამოყენებით - ბარათების გამოყენებით აარჩიეს წინადადებები და თანაკლასელებს ჟესტური ენით აუხსნეს იგი; ასევე გაეცნენ სამ სიტუაციურ ამოცანას, იმსჯელეს, მიიღეს გადაწყვეტილებები, თქვეს რჩევები. ბოლოს კი შეავსეს ბარათები, თუ რა დაამახსოვრდათ და რას გამოიყენებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203