
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ.
რა თქმა უნდა, პედაგოგთა და მოსწავლეთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი. სკოლაში 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს.
მე-6 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ორენოვანი დამხმარე მასწავლებლის ხელმძღვანელობით, ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად, პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.
იხილეთ ფოტოები: