„აი ია, აი ჩვენ...“ - წყალტუბოს N3 სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს
26-05-2022

წყალტუბოს N3 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაასრულეს. 

პირველ კლასში, დამრიგებელის ლელა ხათრიძის ხელმძღვანელობით, საანბანო ღონისძიება - „აი ია, აი ჩვენ...“ ჩატარდა. 

მოსწავლეებმა ანბანსა და დედა ენას ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, საცეკვაო ნომრებიც შეასრულეს, წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

ღონისძიების ბოლოს სასკოლო საზოგადოებამ პირველკლასელების საანბანო პერიოდის წარმატებით დასრულება მიულოცა. 

„პატარები ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით კიდევ ერთხელ მოეფერნენ ჩვენს ულამაზეს ანბანს აი იას, დედა ენას...  ვულოცავთ მათ პირველი კლასის დამთავრებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203