‘’მშობლის მოლოდინი, რომ მანდატურის გაჩენასთან ერთად სიგარეტის მოწევაც კი აღიკვეთება, გადაჭარბებულია’’ - განათლების მინისტრის განცხადება
31-10-2016

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ტელეკომპანია ''მაესტროს'' პირდაპირ ეთერში, მანდატურების ინსტიტუტზე ისაუბრა. 

ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ადრე მანდატურებმა ძირი გამოუთხარეს დირექტორებს. ისინი იყვნენ მდევრები. 

"მანდატურები ჩვენ გავათავისუფლეთ პოლიტიკისგან და დღეს ისინი არიან მხარდამჭერები და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებენ სკოლაში. თუმცა მშობლის მოლოდინი, რომ მანდატურის გაჩენასთან ერთად სიგარეტის მოწევაც კი აღიკვეთება, გადაჭარბებულია. ქვეყანას ჰყავს პოლიცია, მაგრამ დანაშაული მაინც ხდება. მანდატური აქტიურად ებრძვის საიგარეტის მოწევას, ასევე სხვა პრობლემებს. თუმცა მოლოდინი, რომ ნულამდე დავა ასეთი პრობლემები, გადაჭარბებულია.'' - აღნიშნავს განათლების მინისტრი. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203