ბაისუბნის საჯარო სკოლაში პატრიოტული ღონისძიება გაიმართა
26-05-2022

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. 

პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ამ დღის მნიშვნელობასა და დამოუკიდებლობის არსზე ისაუბრეს. მოსწავლეებმა წარმაოდგინეს თუ რაოდენ მდიდარი და მრავალფეროვანია ქართული კულტურა. წაიკითხეს პატრიორტული თემატიკის ლექსები, ხალხურ საკრავებზე დაუკრეს და ქართული ეროვნული ცეკვებიც შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები, სკოლის დირექტორის ზაზა მუმლაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს დროს უთმობენ. 

დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203