გაიცანით, ბათუმის N20 სკოლის წარმატებული მოსწავლე მარიამ ქოქოლაძე, რომელიც ინგლისური ენის მოხალისე მასწავლებლად მუშაობს
26-05-2022

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს. ერთ-ერთი ასეთი მოსწავლეა მარიამ ქოქოლაძე, რომელიც ამერიკულ კუთხეში მოხალისე ინგლისურის მასწავლებლად მუშაობს.

იგი აღნიშნავს, რომ შეიძინა ძალიან ბევრი უნარ-ჩვევები, რომლებიც მას დაეხმარება, როგორც პირად ასევე მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.

მარიამი მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდა ბრიუსელის ევროპარლამენტში, სადაც შეხვდა ევროპარლამენტარებს და წარადგინა საკუთარი პროექტი - „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი”.

იგი საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა ასოციაციის წევრი გახდა.

მარიამი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგში. დაგროვილმა ცოდნამ ხელი შეუწყო მის გამარჯვებას ერთ-ერთ იმიტირებულ სასამართლო პროცესში, სადაც საუკეთესო ადვოკატად დასახელდა.

მარიამი აღნიშნავს, რომ მე-20 სკოლამ ხელი შეუწყო მის განვითარებას, მისი თქმით, “მე-20 სკოლა არის ადგილი, სადაც განათლების მიღების გარდა პიროვნულადაც იზრდები და ყალიბდები”

„წარმატებები მარიამს და მადლობა მას ასეთი დამოკიდებულებისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203