
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოროჯალარის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ღონისძიებით დაასრულეს.
I კლასში „ანბანის გაცილების“ ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე პირველკლასელებმა წლის მანძილზე მიღებული ცოდნა შეაჯამეს და ცოდნა, ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიების ბოლოს სასკოლო საზოგადოებამ პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დასრულება მიულოცა.
იხილეთ ფოტოები: