სარგვეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ნამუშევრები მიუძღვნეს
26-05-2022

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სარგვეშის სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები და გადმოსცეს თუ როგორ ხედავენ და აღიქვამენ 26 მაისსა და დამოუკიდებელ საქართველოს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. პედაგოგები მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას უდიდეს დროს უთმობენ. 

დღეს, საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203