პატარა გონდრიოს საჯარო სკოლიდან მეთორმეტეკლასელები ღონისძიებით გააცილეს
26-05-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში მეთორმეტეკლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

2022 წლის კურსდამთავრებულები სკოლიდან დიდი სიყვარულით გააცილეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და გზა დაულოცეს. განსაკუთრებით ემოციური იყო ეს დღე მეთორმეტეკლასელთა პედაგოგ ჰასმიკ ჰოვსეფიანისთვის. ის მოსწავლეებს სევდანარევი სიხარულით გამოემშვიდობა. 

მოსწავლეებმა კი, სკოლაში გატარებული დღეები გაიხსენეს, პედაგოგებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს და ლამაზი ღონისძიება გამართეს. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203