თელავის N5 სკოლის გუნდ „ათერისისა“ და მისი კაპიტნის, ირაკლი ყაველაშვილის წარმატება ინტელექტუალურ თამაშში 
26-05-2022

თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა „ათერისი“ თელავის სასკოლო ლიგის შესარჩევ ტურნირში წარმატებით იასპარეზა. 

თელავის სასკოლო ლიგის (იგივე მერის თასის) შესარჩევი ტურნირი ინტელექტუალურ თამაშში - „რა? სად? როდის?“ ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

თელავის N5 საჯარო სკოლის გუნდი „ათერისი“ წარმატებული თამაშის შედეგად გადავიდა ფინალში.

სკოლისთვის ყველაზე მეტად სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ გუნდის კაპიტანი, XI კლასის მოსწავლე ირაკლი ყაველაშვილი, მოპოვებული ქულების საფუძველზე დასახელდა 2022 წლის გაზაფხულის სეზონის ტურნირის საუკეთესო მოაზროვნედ.

სკოლაში გუნდსა და მის კაპიტანს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„თელავის N5 საჯარო სკოლა ულოცავს გუნდ „ათერისსა“ და პირადად ირაკლის, უსურვებს მას წარმატებებს მომავალშიც“,- აღნიშნულია მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203