„ოთხი სურვილი“ - წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
26-05-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში წარმატებით ინერგება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი კომპლექსური დავალებებია. მოსწავლეები და მასწავლებლები კომპლექსურ დავალებებს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან. 

ამჯერად, საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე პირველკლასელებმა იმუშავეს.

1-ელ კლასში (საგნის მასწ. და კლ.ხელ- ლი: ლ.ჩირგაძე) ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა კომპლექსური დავალების წარდგენის ბოლო ეტაპი თემაზე: იაკობ გოგებაშვილის „ოთხი სურვილი“.

მოსწავლეებმა ისაუბრეს წელიწადის დროების შესახებ. წარადგინეს ნამუშევრები, შეადარეს დროები ერთმანეთს. სასწავლო პროცესში ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203