ბანძის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გაიმართა
26-05-2022

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

სკოლაში გაიმართა საზეიმო ღონისძიება. სკოლის მოსწავლეებმა შეასრულეს პატრიოტული თემატიკის სიმღერები, უმცროსკლასელებმა წაიკითხეს ლექსები, დადგეს თეატრალური წარმოდგენები. 

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლების - ქეთევან ჩაკვეტაძის, ლიდა ზარქუას, ნონა ყურუას, მუსიკის მასწავლებლის ნათია ლაბარტყავას და ბიბლიოთეკარ გულნაზ წირქვაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 

ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება და სხვა დაინტერესებული სტუმრები ესწრებოდნენ.

სკოლის დირექტორმა ღონისძიების ორგანიზატორ პედაგოგებს და მონაწილე მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა საინტერესო ღონისძიების გამართვისათვის და კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203