
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და ამ მიზნით საინტერესო გაკვეთილებს, მრავალფეროვან აქტივობებს თუ საგანმანათლებლო ღონისძიებებს სთავაზობენ.
მორიგი შთამბეჭდავი გაკვეთილი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, სოფიო გვენეტაძემ მე -2ბ კლასში ჩაატარა. ქართული ენისადმი მიძღვნილი გაკვეთილი სახელწოდებით: „ენა დედაა ერისა!“ საინტერესოდ წარიმართა.
მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში. კლასში მოეწყო ქართული ენისადმი მიძღვნილი ნამუშევრების (ნაწერებისა და ნახატების) გამოფენა. მე-2ბ კლასის მოსწავლეებს სამახსოვროდ დაურიგდათ ქართველ მწერალთა წიგნები.
იხილეთ ფოტოები: