ქაპანახჩის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგმა, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინგლისურენოვანი გარემოსდაცვითი პროექტი შეიმუშავა
26-05-2022

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაპანახჩის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები არაერთ აქტივობას სთავაზობენ და გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ესაუბრებიან. 

ამჯერად, სკოლაში გარემოს დაცვის შესახებ ინგლისურენოვანი პროექტი განხორციელდა. შთამბეჭდავი პროექტი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად შეიმუშავა. 

მოსწავლეები პროექტში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და როგორც გარემოსდაცვით საკითხებში ისე ინგლისურ ენაში ცოდნა გაიღრმავეს. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203